დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა „ფაიზერია“ - აქედან უმრავლესობას მარტის ბოლომდე აქვს ვადა- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.

„დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა ფაიზერია. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით, 700 000 დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, ნაწილს, 200 000-მდე დოზას - იანვრისა და თებერვლის ბოლომდე. ამიტომ, დოზები საკმარისია ყველასთვის - ბუსტერისთვისაც. დღეს დილას, უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ანუ, იმ ინცენტივებმა და ახალმა რეგულაციებმა - იმან, რომ 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები რომ უნდა შემოვიდეს, რომ აცრილ ხანდაზმულ ხალხს, 60 წლის ზემოთ ვინცაა, მეტ ინცენტივს ვაძლევთ, უკვე, გარკვეული ეფექტი მოგვცა. დიდი იმედი მაქვს, ვაქცინაციის მონაცემები თანდათან მოიმატებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 775 826 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 708 820, გარდაიცვალა 10 816 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ფაიზერი /