100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია- ივანე ჩხაიძე
ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პროცენტული შეცვლილია. თუ 2020 წელს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 5-7% იყო, დღეს ბავშვების ხვედრითი წილი 15 პროცენტია. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი. ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი სერიოზული და აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პანდემიის კონტროლის გზაზე“, განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 775 826 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა708 820, გარდაიცვალა 10 816 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google