კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 254 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 254 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 5 100 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 230 მილიონამდე კი განიკურნა.

ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთშია გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google