თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. 

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, ეს ჯერ უცნობია. როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სასამართლოდან მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის თაობაზე არსებობს.

ბასილაიას თქმითვე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად დავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

| Print |
FaceBook Twitter Google