სიღნაღში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 22 წლის გიგა პარკაული, სიღნაღი- ანაგის გზაზე მომხდარი ავარიის მესამე მსხვერპლია.

პარკაული საავადმყოფოდან ბინაზე, ერთი კვირის წინ, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ გაწერეს და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ავარია, 26 ოქტომბერს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ერთ- ერთი მგზავრი, ლაშა ნადირაშვილი, ადგილზე დაიღუპა.

დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა, ავტომანქანის კიდევ ერთი მგზავრი, ლუკა ქუსიკაშვილი.
ექიმების განმარტებით, მძიმეა მეოთხე დაშავებულის მდგომარეობაც.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / სიღნაღი /