ოპოზიცია აქციებს კვლავ განაგრძობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა 16 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დრო და ფორმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. 

„ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა, ოღონდ არაძალადობრივი მეთოდებითა და საპროტესტო აქციებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


პოლიტიკოსმა 14:00 საათზე შეკრების სამი ადგილი დაასახელა: რესპუბლიკის მოედანი; აღმაშენებლის ხეივანი, ცესკო-ს შენობასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ოპოზიცია /