სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი იყო, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებულის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ მონაწილეობაზე კი თავად ბრალდებული აცხადებს უარს. როგორც მოსამართლემ განმარტა, თუკი ეს ბრალდებულს არ სურს, ეს მისი უფლებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google