საგარეჯოს მერის ახალი მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" დროს გამგებლის მოადგილე იყო
საგარეჯოს მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილედ ემზარ კუჭუაშვილი
დანიშნა. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგარეჯოს მერიაში დაუდასტურეს.
კუჭუაშვილი მუშაობას 15 ნოემბრიდან შეუდგა.
ცნობისთვის, ის მუნიციპალიტეტში წამყვან პოზიციაზე წინა ხელისუფლების
დროსაც მუშაობდა და 2008-2010 წლებში გამგებლის მოადგილის
თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ამ პოზიციას კვლავ გიორგი ლალიაშვილი
ინარჩუნებს.
მასალის გამოყენების პირობები