60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრის მსურველთა პროცენტი გაიზარდა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ფინანსური წახალისების შემოღების შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ პირებში ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

„28%–დან 44%–მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში აცრილთა რიცხვი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სულ ჩატარებულია 2 057 216 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 081 567 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.1%. სრულად ვაქცინირებულია 969 209 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google