რატომ დაუწუნა დედოფლისწყაროს საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი განიხილა
და დასაკორექტირებლად კვლავ მერიას გადაუგზავნის. ამის შესახებ
speqri.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ელენე
ბაიაშვილმა განუცხადა.
"საკრებულომ განიხილა და უკან გვიბრუნებს პროექტს. შენიშვნები ჰქონდათ
და კორექტირებულ ბიუჯეტს 10 დეკემბრისთვის მივაწვდით საკრებულოს.
როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა იგეგმება
10%-ით, ეს არ იყო ასახული პროექტში. ნაკლები ხარჯები იყო წარდგენილი,
ამიტომ გვიბრუნებენ უკან," - აღნიშნა ბაიაშვილმა.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ახლადარჩეული საკრებულო ჯერ არ
შეკრებილა. ბიუჯეტი სწორედ ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა
დაამტკიცონ.
მასალის გამოყენების პირობები