პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო
ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. მისი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.


როგორც ბურჭულაძემ "ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა, სიმბოლურია, რომ შიმშილობა მან სწორედ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში დაიწყო და "ამით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს საზღვარგარეთიდან".

"მგონი, ჩემი შიმშილობით უფრო მივიქცევ მსოფლიო ყურადღებას, ვიდრე მიტინგებზე სიტყვით გამოსვლით", - განაცხადა ბურჭულაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google