კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ საქართველოში 800 ათასს გადააჭარბა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 800 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 4 446 ადამიანს გამოუვლინდა და ჯამში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 800 293-ს მიაღწია.

მათ შორის გამოჯანმრთელდა 737 316, გარდაიცვალა 11 289 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google