როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-24 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +12, +16 გრადუსამდე იქნება.
უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლში შედარებით დაბალი ტემპერატურა და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება და 20-21 ნოემბერს იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში 19 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 20-21 ნოემბერს კი სინოპტიკოსები წვიმას ელოდებიან. 22 ნოემბრიდან ისევ გამოიდარებს და 24 ნოემბერის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. საშუალო ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

თოვლს ელოდებიან 19-22 ნოემბრის ჩათვლით მაღალ მთაში. აქ ტემპერატურა ღამით -4, დღისით კი +5 გრადუსი იქნება. 22-24 ნოემბერს კი თოვა შეწყდება და ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 19-24 ნოემბრის ჩათვლით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა +12, +14 გრადუსი

| Print |
FaceBook Twitter Google