"ბარჯისხევის" ტერიტორიაზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა
ცოტა ხნის წინ,გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის გამო თბილისი-ბაკურციხის გზის მონაკვეთზე გადაადგილება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. მანქანა თითქმის მთლიანად დაიწვა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google