ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის წევრებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი ორივე კონსილიუმის წევრებს შეხვდა.

სახელმწიფოს ინიციატივით და სახალხო დამცველის მიერ შეკრებილ ექიმების ჯგუფებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მედიისთვის დახურული იყო. კონსილიუმთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მივიდა, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ინდივიდუალურად შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს. სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google