პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ გავზრდით, იანვრამდე 200 სიცოცხლეს გადავარჩენთ - ამირან გამყრელიძე
თუ 90-95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევამცირებთ და შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. ყოველი 500 სრულად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე” -განაცხადა მან.

მისივე თქმით, რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარება რჩება ყველგან – დახურულ და ღია სივრცეებში. ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსულია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელზე ზემოთ მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვდილიანობის 85% ასაკოვან მოსახლეობაში ფიქსირდება. მისივე თქმით, ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია აცრების ყოველდღიური რაოდენობა.

| Print |
FaceBook Twitter Google