პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძეს „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო შეცვლის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

ამასთან, საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პარტიული სიის მომდევნო წევრის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google