კახეთში კორონავირუსით კიდევ 267 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1749 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი -334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 540, იმერეთში - 1 365. მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში - 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 227 - აჭარაში. 44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google