სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გიორგი გიორგი აბრამიშვილის სახელობის, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

„ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ ის გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

| Print |
FaceBook Twitter Google