კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /