დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1663 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 159, იმერეთი
- 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო
- ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113,
სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც:
6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 473, აჭარაში - 548, იმერეთში - 1 365. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში -
131, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი,
მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 44, იმერეთში - 33. 1 173 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 223 -
აჭარაში. 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ
19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება
45 880 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები