გურჯაანში ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიება იმართება
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, გურჯაანში, ახტალის პარკში ღონისძიება იმართება.  ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.
დღის პირველი ნახევარი მთლიანად დაეთმო საბავშვო აქტივობებს. ბავშვების განწყობაზე "ნევერლენდის" ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ.
ტერიტორიაზე მოწყობილია მოსასვენებელი და კვების სივრცეები.

მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, გურჯაანში ვაქცინაციის პროცესი ინერტულად მიმდინარეობს.
„ ფაქტიურად ეს არის ჩავარდნა. საჭირო გახდა უფრო მეტი პოპულარიზაცია ამ პროცესის. რათქმა უნდა მთავრობამ კარგი განაცხადი გააკეთა პენსიონერებზე 200 ლარიანი დახმარების კუთხით, ამან გარკვეულწილად გამოაცოცხლა პროცესი. დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ უფრო ფართოდ გაგვეშალა ეს კამპანია. ჩვენი მიზანია ვაქცინაციის მოცვის სამოც პროცენტამდე ავიდეთ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა ადამიანისთვის გათავისება იმის, რომ ხსნა არის ვაქცინაცია. დღევანდელი ღონისძიებაც ამის პოპულარიზაციას ემსახურება. მესამე დოზით ვარ ასაცრელი და თუ მოხერხდა აქვე ავიცრები. რაც შეეხება აქტიურობას, დღის განმავლობაში გამოჩნდება რა შედეგი გვექნება. ისე ანტივაქსერი უფრო მეტია ეტყობა გურჯაანში.“

ადგილზე ვაქცინირებული პირები უფასოდ იღებენ იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისებს. ასევე, საჩუქრად სხვადასხვა ვაუჩერს.




| Print |
FaceBook Twitter Google