საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22-23 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google