პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განახლდება
დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, სამუშაო ჯგუფი განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის საკითხს.

დანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც კანონმდებლები კანდიდატების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოითხოვენ და კომიტეტზე მათი მოსმენის პროცედურას დაამტკიცებენ.

იუსტიციის საბჭომ გასაუბრების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად ოთხი კანდიდატი შეარჩია. თეა ძიმისტარაშვილს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძესა და გენადი მაკარიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google