შინაური ცხოველის მიტოვებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდება
მეპატრონის მიერ შინაური ცხოველის მიტოვებაზე, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდება.
პარტია „მოქალაქეების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

ამ პროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვებისთვის, ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.

| Print |
FaceBook Twitter Google