კახეთში კორონავირუსით კიდევ 92 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 816 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 83, იმერეთი - 350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი -115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც:6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 640, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 415. მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 677, აჭარაში - 128, იმერეთში - 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 42, იმერეთში - 38.1 123 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 218 - აჭარაში.39 458 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google