საგარეჯოში ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით.

| Print |
FaceBook Twitter Google