კახეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თელავში, ყვარელში, სიღნაღსა და გურჯაანში იარაღი ამოიღეს.

თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს. დეპარტამენტის განმარტებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

ხელყუმბარაა ამოღებული ყვარელში, სადაც ჩხრეკა, ასევე მოსამართლის განჩინებით ჩატარდა.ორი არარეგისტრირებული “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანაა ნაპოვნი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში.
ერთი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, გურჯაანშია ამოღებული. ოთხივე შემთხვევაზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლითაა დაწყებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები იარაღი / კახეთი /