უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა ლიბერალური გახდა, რამაც ახალგაზრდების დიდ ნაწილში სხვადასხვა ნივთიერების მოხმარების ზრდა გამოიწვია.

აღნიშნულის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა გამკაცრდეს.
„ონლაინ კაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google