წარმოუდგენელია მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე შედის და არის არავაქცინირებული- ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის, სკოლების ადმინისტრაციების დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენი ძირითადი სამიზნე პედაგოგები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის დამოკიდებულება ვაქცინაციაზე. წარმოუდგენელია, მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე შედის, იყოს არავაქცინირებული და მოსწავლეებისთვის რისკის შემქმნელი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მასწავლებელთა იმუნიზაციის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის საინფორმაციო კამპანია გრძელდება. COVID-19-ის საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პედაგოგები ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე მიმდებარე სოფლების სკოლებიდან. ამ დროისთვის, სრულად აცრილ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9-დან 70%-მდე გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google