მოჭადრაკე გიორგი წანაწყენიშვილი კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებულია
21 ნოემბერს გურჯაანის საჭადრაკო სკოლაში კახეთის მასშტაბით სოსო კიკილაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის და გურჯაანის გუნდები, სულ 17 მონაწილე.

ჭადრაკის სკოლის დირექტორის და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ქიტესაშვილის განცხადებით, შეჯიბრი შვიდ ტურად, შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა.
„ ყველაზე მაღალი შედეგით ექვსნახევარი ქულით პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანელი გიორგი წანაწყენიშვილი, მეორე ადგილზე კი მისი ძმა ალექსანდრე წანაწყენიშვილი. მესამე ადგილი დაიკავა საგარეჯოელმა ზუკა გამრეკელიშვილმა. შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა ფულადი ჯილდო 60 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული დაჯილდოვდა 40 ლარით. გამარჯვებულებს თანხა დედოფლისწყაროს მწვრთნელმა გოგი კიკილაშვილმა გადასცა. მე გამარჯვებულები და პატარა მოჭადრაკეები ძვირფასი საჭადრაკო ლიტერატურით დავაჯილდოვე. “

გიორგი წანაწყენიშვილი შედეგით კმაყოფილია და მომავალ ტურნირებზე საუბრობს.
„თამაში ჩატარდა შვიდ ტურად. ყველა მოჭადრაკე ისე იბრძოდა როგორც შეეძლო. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. რამდენიმე დღეში თბილისში ჩატარდება საქართველოს 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეების ჩემპიონატი და იქ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ამის შემდეგ კი გაიმართება ონლაინ ევროპის 17 წლამდე სასკოლო ჩემპიონატი სადაც მე და ჩემი ძმა ვითამაშებთ.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს
თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“
სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
13:33 / 14.12.2021
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში გურჯაანელმა
ტყუპმა ძმებმა ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილებმაც მიიღეს
მონაწილეობა.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით ტურნირში
38 სპორტსმენი მონაწილეობდა.
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში გურჯაანელმა ტყუპმა ძმებმა ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით ტურნირში 38 სპორტსმენი მონაწილეობდა.
17:04 / 06.12.2021
სამ და ოთხ დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
პირველად უმასპინძლებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA)
უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტსა და FIBA ევროპის ბორდის,
აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში. ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრეცელბს.
სამ და ოთხ დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად უმასპინძლებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტსა და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრეცელბს.
18:01 / 02.12.2021
გურჯაანის სპორტკომპლექსში ქუჩის კალათბურთში მუნიციპალიტეტის
პირველობა ჩატარდა. მასში სხვადასხვა სოფლის გუნდები მონაწილეობდა.
გურჯაანის სპორტკომპლექსში ქუჩის კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. მასში სხვადასხვა სოფლის გუნდები მონაწილეობდა.
11:13 / 22.11.2021
სამართალი
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
11:12 / 11-01-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში “ენერგო პრო ჯორჯიას" კუთვნილი ელექტროსადენები მოიპარეს.
15:25 / 10-01-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულსა და საგარეჯოში  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
11:06 / 08-01-2022
ეკონომიკა
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განცხადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14:55 / 10-01-2022
სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი გაზრდილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც . ინფრომაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სემეკი ავრცელებს.
11:33 / 10-01-2022
სხვა ამბები
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
13:22 / 14-01-2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
15:28 / 13-01-2022
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.
14:36 / 10-01-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
12:53 / 10-01-2022
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე. ინფრორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი აქვეყნებს.
15:51 / 06-01-2022
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
13:33 / 14-12-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
USD
USD
1
3.0794
GBP
GBP
1
4.1791
TRY
TRY
1
0.2297
RUB
RUB
100
4.0259
ამინდი
გურჯაანი -3 / 9 °C
img
საგარეჯო -3 / 5 °C
img
დ.წყარო -5 / 3 °C
img
სიღნაღი -6 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -3 / 9 °C
img
თელავი -1 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.