წვიმა და თოვლი- საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბრამდე საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, 24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google