კორონავირუსით კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657.

კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

| Print |
FaceBook Twitter Google