პირველ დეკემბრამდე სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე.

„22 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.

წლევანდელ სეზონზე გრიპის ვაქცინა საქართველოში 60-80 ლარი ღირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google