კორონავირუსით კიდევ 64 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4098-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გარდაიცვალა 64 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google