„მწვანე პასპორტი“ 18 წლამდე პირებისთვის სავალდებულო არიქნება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, 18 წლამდე მოქალაქეებისთვის ობიექტებში შესვლისას მწვანე პასპორტების ქონა სავალდებულო არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ მწვანე პასპორტები მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული დოკუმენტის გარეშე დაწესებულებაში შესვლის შემთხვევაში, ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდება, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი კი 10 ათასი ლარით.

ე.წ მწვანე პასპორტის გარეშე შესვლა არ შეიძლება შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტებშში, რესტორნებში, კაფეებში და ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტებზე- საბაგირო გზებზე;

| Print |
FaceBook Twitter Google