რჩება ნევროლოგიური დარღვევები - კონსილიუმის ექიმები
კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებით, მესამე პრეზიდენტის კლინიკური მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მათი განმარტებით, სააკაშვილს აქვს გარკვეული ნევროლოგიური პრობლემები, რომლის აღმოფხვრასაც დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 50– დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
„ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება ერთმანეთს. ჩვენთან ერთად დღეს იმყოფებოდა ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი და რეანიმატოლოგი. ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება ეტაპობრივად ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურად და ლაბორატორიულადაც“ – ამბობს კონსილიუმის წევრი, ნინო შარაშენიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გაირკვა, რომ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google