კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /