100 კოვიდ-ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე სხვა ქვეყანაში - თენგიზ ცერცვაძე
ყოველი 100 კოვიდ - ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

| Print |
FaceBook Twitter Google