დღეს კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში დღეს წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა + 8 გრადუსამდე გათბება.

წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, სადაც დღისით +8, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /