ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები შეიცვლება
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები უახლოეს დღეებში შეიცვლება. ამის შესახებ ესპანურ გამოცემა La Razon-თან ინტერვიუში ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

„ძალიან მძიმე ზამთარი გველის. დეკემბერსა და იანვარში საავადმყოფოებზე დატვირთვა გაიზრდება. ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის 80%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, ინფექციის შესაკავებლად სერიოზული ზომების მიღება მოუწევთ. რამდენიმე დღეში ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები შეიცვლება“, - განაცხადა კირიაკიდესმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი.

| Print |
FaceBook Twitter Google