კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო - ივანე ჩხაიძე
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენ ხანს გვაძლევს კორონავირუსი გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტს, დამცველობითი ძალა არის 6 თვე. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ამით ჩხაიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება.

„ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს საქართველოში გამოყენებული. პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google