გურჯაანელი პირველკლასელები პორტატულ კომპიუტერებს მიიღებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირველკლასელები პორტატულ კომპიუტერებს მიიღებენ. საჯარო სკოლების დირექტორებს ბუკები საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცა.

დალი მინდიაშვილის განმარტებით, 667 მოსწავლე პერსონალურ კომპიუტერს მომავალ კვირას მიიღებს.

„სპეციალისტები პროგრამულად გამართავებ კომპიუტერებს და შემდეგ ყველა მოსწავლის მშობელს გადაეცემა, იმისათვის რომ მათმა შვილებმა ისარგებლონ სწავლის პროცესში. პირველი სემესტრი ზოგადად ისე არის ხოლმე რომ სხვა ტიპის სამუშაოებია. მეორე სემესტრიდან უფრო ხდება კომპიუტერთან მუშაობა, ამდენდ ვფიქრობთ რომ ეს პროცესი რომ ახლა ხდება გადაცემა და არა თავიდანვე არ შეუშლის ხელს პირველკლასელებს სრულფასოვნად წარიმართოს მათი
სასწავლო პროცესი“

შეგახსენებთ, რომ წელს პირველკლასელებისთვის ბუკების შემოტანა რამდენიმე თვით დაგვიანდა.

| Print |
FaceBook Twitter Google