ციციშვილის კლინიკაში 124 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს
ბავშვთა კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმართვა ისევ იზრდება. ციციშვილის კლინიკაში ამჟამად 124 არასრულწლოვანი მკურნალობს, მათგან 17 ინტენსიური თერაპიის ცენტრშია, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში შედარებით მატებაა ბავშვთა ვაქცინაციის კუთხით. ჩვენთან 4 ბავშვი აიცრა - 12-14 წლის ახალგაზრდები“, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 822 383 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 763 755, გარდაიცვალა 11 679 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google