კორონავირუსით კიდევ 57 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 331 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559. კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.

| Print |
FaceBook Twitter Google