დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1623 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 184,
იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი -
140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც:
6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 575, აჭარაში - 506, იმერეთში - 1 404. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 662, აჭარაში -
126, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,
მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 42, იმერეთში - 39. 1 148 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 - თბილისში, 247 -
აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603
ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი
მასალის გამოყენების პირობები