როდის გაიხსნება ახმეტის ბაღები? - ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღცანელმა, თამუნა ონიაშვილმა განუცხადა.
"კორონავირუსის შემთხვევებმა შედარებით იკლო, თუმცა მივიღეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, რომ ჯერჯერობით თავი შევიკავოთ. შესაძლოა, დეკემბრის თვეში მოვახერხოთ გახსნა, ვნახოთ როგორი იქნება ეპიდვითარება და რეკომენდაცია.  ჩემი სურვილია გაიხსნას, მინდა ბავშვები დაბრუნდნენ ისეთ გარემოში, როგორც პანდემიამდე,“-აღნიშნა მან.                                             

ცნიბისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ოცდათხუტმეტივე საბავშვო ბაღი 20 ოქტომბერს დაიკეტა.
| Print |
FaceBook Twitter Google