ნოემბრის ბოლო კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 542-მა მოსწავლემ გამოთქვა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 25 ნოემბერის მონაცემებით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილით, 5 542 მოსწავლე დარეგისტრირდა.

ნოემბერში დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა სექტემბერსა და ოქტომბერთან შედარებით მკვეთრად დაკლებულია. მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით არც დახურული სკოლებისა და კლასების მიმართულებით არის საგანგაშო.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი 4 534-ს ადამიანს დაუდასტურდა, 3 742 გამოჯანმრთელდა, 74 კი, გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google