კორონავირუსით საქართველოში კიდევ 74 პაციენტი გარდაიცვალა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 534 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 831 248-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 742 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 772 301. კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 810 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

| Print |
FaceBook Twitter Google