კახეთში კორონავირუსით კიდევ 267 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1811 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 595, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 657, აჭარაში - 127, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 43, იმერეთში - 40. 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 - აჭარაში. 39 371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 0. სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.  თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google